გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   ქეთევან ვარდოშვილი, 24001007439
საგანი: რუსული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: „გარეგნობა“
გაკვეთილის მიზანი:  
მოსწავლეებს განუვითარდებათ მოსმენილი ტექსტის გააზრების და მთავარი ინფორმაციის გამოყოფის უნარი.
  მოსწავლეები შეძლებენ ადამიანის გარეგნობის აღწერას რუსულ ენაზე-გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს თემიდან გამომდინარე

უცხ. ს. II. 2.
მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
უცხ. ს. II. 22.
მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილება.



#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)


1.
                  A -  ფაზა

მისალმება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,. შეფასების რუბრიკისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა
ვერბალური ახსნა
მასწავლებელი
შეფასების რუბრიკები
2წთ
2.
მოსწავლეებს შევთავაზებ რებუსს. გამოვუკრავ ფლიპჩარტის ქაღალდს, რომელზეც დახატულია სხვადასხვა საგნები. ამ საგნების პირველი ასოებით უნდა შეადგინონ სიტყვა Внешность. სიტყვის ამოცნობით მოსწავლეები თავად დაასახელებენ გაკვეთილის თემას. მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემით მოსწავლეები გაიხსენებენ ადამიანის სახისა და სხეულის ნაწილებს რუსულ ენაზე.
ვარაუდის გამოთქმა


კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
რებუსი
3წთ


3.
                   B - ფაზა

გაკვეთილის თემისა დასახელების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ სლაიდებს,  რომელზეც ასახულია ბიჭის  და გოგონას გარეგნობა. სლაიდის  დახმარებით მოსწავლეები იხსენებენ და იმეორებენ ნასწავლს სიტყვებს და ეცნობიან ახალ ლექსიკას რუსული განმარტებებით
კითხვა-პასუხი
მოსწავლეები
მასწავლებელი



სლაიდები
3წთ
4.
თამაში: „მოისმინე-მაჩვენე-გაიმეორე“ მასწავლებელი უსახელებს მოსწავლეებს სხეულისა და სახის ნაწილებს, მოსწავლეები მიუთითებენ საკუთარ თავზე და იმეორებენ.
გეგება-დემონსტრირება
მასწავლებელი
მოსწავლეები

საკუთარი სხეული
სლაიდები
3წთ
5.
მოსწავლეებს ვთავაზობ წინადადებებს, რომლებიც უნდა დაასრულონ ამოცნობილი სიტყვებით
ამოიცანი და დაასრულე
მოსწავლე-მასწავლებელი
წინადადებები ფლიფჩარტის ქაღალდზე
4წთ
6.
გრამატიკული მოთელვა
მოსწავლეებს სთხოვს მასწავლებელი გაიხსენონ  კუთვნილებით ნაცვალსახელები (мой-моя-моё-мои). მასწავლებელი ესვრის მოსწავლეს ბურთს და დაასახეებინებს სიტყვას, მაგალითად თავი/голова    მოსწავლე შეათანხმებს სიტყვას და შესაბამის კუთვნილებით ნაცვალსახელთან ერთად წარმოსთქვამს რუსულ ენაზე/ моя голова  და სწრაფად დაუბრუნებს ბურთს მასწავლებელს    
თამაშით გამეორება
მოსწავლე-მასწავლებელი
ბურთი,
2წთ
7.
მასწავლებელი სლაიდების მეშვეობით  მოსწავლეებს სთავაზობს ცხრილს ,რომლის ერთ სვეტში დაწერილია ზედსართავი სახელები, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და შეუსაბამონ ანტონიმები და დაწეროს დაფაზე.
გაიხსენე და შეუსაბამე
მთელი კლასი
სლაიდი, დაფა
4წთ
8.
მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს III პირის ნაცვალსახელების ნათესაობით ბრუნვაში გადაყვანას თანდებული-У-ს გამოყენებით.
ვერბალური ახსნა
მინი ლექცია
მასწავლებელი
დაფა
სამუშაო რვეული
5წთ


9.
               C - ფაზა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო გვ. 79-ზე დავალება #2 სავარჯიშოს მიზანია მოსმენილი ტექსტის შემდეგ მოახერხონ ანტონის მეგობრების ამოცნობა. ანტონი მარის სწერს წერილს, რომელშიც აღწერს ორი მეგობრის საშას და დიმას გარეგნობას, მოსწავლეებმა ტექსტის ორჯერ მოსმენის შემდეგ უნდა შეძლონ სავარჯიშოს წინადადებების მიხედვით ინფორმაციის სწორად განაწილება ციფრების 1 და 2 დახმარებით მეგობრების სურათების დანომვრის შესაბამისად. მაგ დიმას სურათი 1, საშას 2.
ამოცნობა
მოსწავლეები



სახელმძღვანელო
აუდიო ჩანაწერი

8 წთ
10.
მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს დავალებას: გააკეთონ შესაბამისობა არსებით სახელსა და ზედსართავ სახელებს შორის, რაც დაეხმარებათ შედეგ საკუთარი გარეგნობის აღწერაში. მასწავლებელი მოსწავლეებს საკუთარ თავს წარუდგენს მოდელად, მიუთითებს საკუთარ სიმაღლეზე, თმის ფერზე და ვუსვამ კითხვებს საკუთარ თავზე გარეგნობაზე. მაგ.: მე ვარ მაღალი, როგორი ხარ შენ? მე მაქვს ქერა თმა, როგორი თმა გაქვს შენ?
კითხვა-პასუხი
მოსწავლე-მასწავლებელი
მოდელი-მასწავლებელი
4წთ
11.
მასწავლებელი მოსწავლებს სთხოვს დამოუკიდებლად დამხმარე კითხვების გარეშე აღწერონ საკუთარი გარეგნობა
ზეპირი საუბარი
მოსწავლეები

4წთ
12.
გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი მისცემს განმავითარებელ შეფასებას საჭიროებისამებრ . გაკვეთილის ბოლოს დაურიგებს თვითშეფასების კითხვარს თითოეულ მოსწავლეს. შეაფასებს ასევე განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული და მოსწავლეებისათვის ნაცნობი შეფასების რუბრიკის მიხედვით
შეფასება
მოსწავლე მასწავლებელი
შეფასების რუბრიკები
2წთ
13.
მასწავლებელი საშინაო დავალებას დაფაზე გააკრავს ფორმატის ქაღალდით. აღწერეთ თქვენი მეგობარი (ბიჭი/გოგო).
საშინაო დავალება
მასწავლებელი
ფორმატის ქაღალდი
1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენილი ტექსტის გააზრების და მთავარი ინფორმაციის გამოყოფის უნარი.
მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანის გარეგნობის აღწერას რუსულ ენაზე-გაიმდიდრეს ლექსიკურ მარაგი თემიდან გამომდინარე.
ხემოწერა: ქ. ვარდოშვილი
თარიღი: 26.10.2018


No comments:

Post a Comment